საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეუთოს სადამკვირებლო მისია აფასებს.
როგორც ოფიციალუერ ანგარიშში ვკითხულობთ, არჩევნები კონკურენტული და პროფესიონალურად ადმინისტრირებული იყო, თუმცა დაფიქსირდა რესურსების არასწორად გამოყენების ფაქტები.
„28 ოქტომბერს, საქართველოში ჩატარებული საორეზიდენტო არჩევნები კონკურენტული და პროფესიონალურად ადმინისტრირებული იყო, კანდიდატებს თავისუფალი კამპანიის შესაძლებლობა ჰქონდათ, ამომრჩევლებს კი თავისუფალი არჩევანის უფლება, თუმცა დაფიქსირდა სახელმწიფო რესურსების არასწორად გამოყენების ფაქტები. გარდა ამისა, მმართველი პარტიის ოფიციალური პირების ჩართულობა, წინასაარჩევნო კამპანიაში, ყოველთვის კანონოერების ფარგლებში არ ჯდებოდა“, -ნათქვამია განცხადებაში.
სადამკვირვებლო მისიამ ყურადღება გაამახვილა მედიის პოლიტიზებასა და მიკერძოებულობაზე.
„მაშინ, როცა საზოგადოებრივი მაუწყებელი კანდიდატებს თანაბარ დროს სთავაზობდა, კერძო სამაუწყებლო მედიასაშუალებებში ნათლად ჩანდა პოლარიზაცია, რამაც ხელი შეუშალა საზოგადოებასა და ხელისუფლების კომუნიკაციას. წინასაარჩვნო კამპანიათა დიდი ნაწილი შეიცავდა ნეგატიურ ასპექტებს, უკმეხ ბრალდებებს. ამ არჩევნებში საქართველომ აჩვენა დემოკრატიის სიმწიფე, ვიმედოვნებთ, რომ მოქალაქეები მეორე ტურში სათანადო აქტიურობას გამოიჩენენ, შედეგები კი ასახავს მათ მოლოდინს.“, – განაცხადა ეუთოს მოკლევადიანი სადამკვირებლო მისიის სპეციალურმა კოორდინატორმა, კრისტიან ვიგენინმა.
ორგანიზაციამ მოუწოდა საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილეს, რომ დაიცვან პროფესიული ეთიკა, განსაკუთრებით მეორე ტურის დროს.
სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის განცხადებით, დაფიქსირებული დარღვევები და შეუსაბამოებები, არ არის ისეთი მასშტაბის, რომ საფრთხეზე შეუქმნას არჩევნების შედეგებს.