“მეტრონომი” დაინტერესდა იმ პოლიტიკური პერსონებითა და პოლიტიკური ჯგუფების პოზიციით, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში არცერთ კანდიდატს უჭერენ მხარს. რესპონდენტებს დავუსვთ შეკითხვა, თუ ასეთი პოზიცია რომელი კანდიდატის წისქვილზე დაასხმას წყალს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში.
როგორც “თავისუფალი საქართველოს” წევრი გოგი წულაია “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, პარტიას ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი თუ რომელ საპრეზიდენტო პარტიას დაუჭერს მხარს მეორე ტურში.
ვფიქრობ, რომ იმ პოლიტიკური ჯგუფებისა და პერსონების ასეთი პოზიცია, ბატონ გრიგოლ ვაშაძის წისქვილზე დაასხმას წყალს და მოუტანს უფრო მეტ ხმას. ხომ არის რაღაც რასაც ვერ ხსნი მაგრამ შინაგანად იცი. ზუსტად ამიტომ მგონია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა რაღაც პოზიცია აუცილებლად უნდა დააფიქსირონ. იმ დროს როდესაც ქვეყნისთის ასეთი გადამწტვეტი და ყოფნა არ ყოფნის მომენტი დგება, პოლიტიკურმა ჯგუფებმა და პერსონებმა საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსირო. მე ვთვლი, რომ უსუფაშვის რაღაც მაინც უნდა ეთქვა.
ჩვენი პარტია ვის დავუჭერთ მხარს ამაზე ჯერ კიდევ ვფიქრობთ, მაინც და მიანც სასწრაფო არ არის არჩევანის გაკეთება. მოვლენების განვითრებას უნდა ვაცადოთ. სანამ არჩევნებს დანიშნავენ იმ დროისთის განვაცხხადებთ ვის დავუჭეთ მხარს – ეს იქნება ზურაბიშვილი თუ ვაშაძე.
მე მოგახსენებთ, პირადად ჩემს და არა ჩემი პარტიის აზრს თუ როგორ გადავწყვეტ ვის დავუჭირო მხარი არჩევნების მეორე ტურში. თუ რომელიმე კანდიდატი კონსტიტუციის ცვლილებას ან სისტემურ ცვლილებებს დაუჭერს მხარს, იქიდან გამომიდნარე მივიღებ ჩემს გადაწყვეტილებას. ებრაელმა გველი დაინახა ეკალზე გადაკიდებული და ვაი უბედური უბედურს გადაკიდებიაო და ზუსტად მასეა ჩვენი საქმეც. სწორედ ამიტომ რაღაც პირობებით ავარჩევ ვის დავუჭერ მხარს მაგალითად თუ ჩაატარებს რომელიმე კანდიდატი რიგგარეშე არჩევნებს, რომელიც განხმუხტავს პოლიტიკურ კრიზისს, ჩაატარებს საარჩევნო სისტემის რეფორმას და ა.შ.” – განაცხადა “მეტრონომთან” საუბრისას გოგი წულაიამ.
შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნებში 1-პროცენტიანი სხვაობა დაფიქსირდა “ქართული ოცნების” მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილსა და გაერთიანებულ ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის, რაც იმას გულისხმობს, რომ მეორე ტური გაიმართება.