არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბესელია: “სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურისთვის ძალიან აქტიურად ემზადება”

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქართულმა ოცნებამ ყველა ადამიანური რესურსის მობილიზაცია უნდა გააკეთოს რდგან ის ადამიანები ვინც არჩევნებზე არ მივიდა მეორე ტურზე აუცილებლად დააფიქსიროს მისი აზრი.

ბესელიას თქმით, მას სალომე ზურაბიშვილთან გუშინ ჰქონდა კომუნიკაცია და აღნიშნა, რომ ზურაბიშვილიც, ისევე როგორც მმართველი გუნდი, აქტიურად ემზადება მეორე ტურისთვის.

მეორე ტურამდე არც ისე ბევრი დრო არის დარჩენილი. არჩევანი უნდა გააკეთოს ყველა მოქალაქემ, რომელსაც ამ ქვეყანაში თავისუფლება და ადამიანის უფლებების დაცვა უღირს. ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ მობილიზება გავაკეთოთ ყველა ჩვენი ადამიანური რესურსის, აქტივის და მივიდეთ ყველა იმ ადამიანამდე, ვინც არ მოვიდა არჩევნებზე და ვუთხრათ, რამდენად გაიზარდა არჩევნების მნიშვნელობა.

სალომე ზურაბიშვილთან გუშინ მქონდა კომუნიკაცია. ვიცი, რომ ის მეორე ტურისთვის ძალიან აქტიურად ემზადება, ისევე როგორც ვემზადებით ჩვენ. ახლა პარტია არა მხოლოდ ფრანგმენტულ, არამედ კომპლექსურ ცვლილებებზე საუბრობს. ეს ძალიან კარგად დასანახი იქნება მოგვიანებით და ეს იქნება ყველა მიმართულებით, კერძოდ, მენეჯმენტის, მართვის, ადამიანური რესურსის. საჭირო იქნება ძალიან კომპლექსური ცვლილებები,”- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, ცესკოს ბოლო მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ასეთია:

დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი –  38.63% (615 403 ხმა).
გაერთიანებული  ოპოზიაცია, „ძალა ერთობაშია“ – გრიგოლ ვაშაძე – 37.74 % (601 175 ხმა).
„ევროპული საქართველოს“ კანდიდატი , დავით ბაქრაძე –  10.97% (174 699 ხმა).
ამავე თემაზე: ცესკო – საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 2 დეკემბრამდე ჩატარდება

იტვირთბა....