არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსუდან შარაძე: “მკვლელების დაბრუნებას არ დავუშვებთ, სისხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს”

გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ეხმაურება და სოციალურ  ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

არ გაიტან, გაგიტანენ“! – ფეხბურთშიც ასეა და ცხოვრებაშიც. არ ყოფილა დემოკრატია ლობიოობა, გასაოცარი დემოკრატიის თამაშობანა მითუფრო. საბოლოოდ არ გადაგვრიოთ, თორემ გატანას და ლობიოს ერთად გაჩვენებთ ყველას!

მკვლელების დაბრუნებას არ დავუშვებთ, სისხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს და დაგაყოლებთ ზედ, ოცნების მაგივრად რომ ყველაფერი ხართ! ღმერთმა ნუ ქნას, აქამდე მივიდეს საქმე. იმედია, უკვე მისული არაა და იღონებთ რამეს, თქვენს მოსვრილს თქვენვე მოასუფთავებთ, ბოდიშს მოუხდით ხალხს და გააკეთებთ იმას, რაც 6 წლის წინ უნდა გაგეკეთებინათ – გაიტანეთ!!!  გაიტანეთ, თორემ გაგიტანთ!

ნიშნისმოგებით ლაპარაკი მდაბიოობაა და არ დავიწყებ, თორემ ასი თაბახი არ მეყოფა… გამძლეობას გისურვებთ, ხალხო! არ ჩამოყაროთ ხელები, გული არ გაიტეხოთ. ბევრნი ვართ, ძაალიან ბევრნი! ეს მუშტი ყბაში წამალივით იყო. მოუხდებათ და აწი კეთილს ინებებენ. ყველა გამარჯვებას ზეიმობს და სინამდვილეში, ეს ჩვენ გავიმარჯვეთ, 53%-მა. ახლა ჩვენ როგორც გადავწყვეტთ, ისე იქნება საქმე”– წერს შარაძე.

ცნობისთვის, ცესკოს ბოლო მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ასეთია:

დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი –  38.63% (615 403 ხმა).
გაერთიანებული  ოპოზიაცია, „ძალა ერთობაშია“ – გრიგოლ ვაშაძე – 37.74 % (601 175 ხმა).
„ევროპული საქართველოს“ კანდიდატი , დავით ბაქრაძე –  10.97% (174 699 ხმა).
ამავე თემაზე: ცესკო – საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 2 დეკემბრამდე ჩატარდება

იტვირთბა....