არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოცნებამ თავი დაიმარხა”: სანიკიძე ამბობს, რომ ივანიშვილი ირგვლივ მდაბიო გემოვნების ადამიანებს იკრებს

უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, გუბაზ სანიკიძემ “ქართული ოცნება ” მწვავედ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს „მდაბიო“ გემოვნება აქვს, რაც ირგვლივ მდაბიო გემოვნების ადამიანების გაერთიანებას იწვევს.

“სად მოძებნეთ ეს ხალხი, თქვენი მინისტრებიდან რამდენი იბრძოდა 2012 წელს, მაინტერესებს?! რომ გამოდიხართ იბრიქებით, არ გრცხვენიათ?! მისი, მდაბიოს გემოვნებაა… მდაბიო არჩევს მასზე უფრო მდაბიოს. წაგებულები ხართ, პრობლემა ამითაც შეუქმენით ქვეყანას, რომ აგებთ და აგებთ „ნაცებთან“, თქვენი დანაშუალი ეს არის. ხელმძღვანელობა არის არაკომპეტენტური, არაქართულად განწყობილი, მონური ფსიქიკით, უვიცი, უწიგნური და უტიფარი. შეცდომებს უშვებთ. ტაქსის მძღოლმა მითხრა დღეს, გარეთ გაქცეულმა კაცმა მოუგოო. „ოცნებამ“ თავისი თავი დაიმარხა და იმარხავს. მე თქვენი გულშემატკივარი არასოდეს აღარ ვიქნები, იმიტომ, რომ თქვენ ხართ ანტიქართული ძალა, თქვენ ხართ საშიში ამ ქვეყნისთვის“, – მიმართავს გუბაზ სანიკიძე „ქართულ ოცნებას“.

შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნებში 1-პროცენტიანი სხვაობა დაფიქსირდა “ქართული ოცნების” მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილსა და გაერთიანებულ ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის, რაც იმას გულისხმობს, რომ მეორე ტური გაიმართება.

იტვირთბა....