არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მერაბიშვილი: “არჩევნებით ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ მას ღირსებას ვერავინ წაართმევს”

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი განცახებას ავრცელებს. მან გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს არჩევნების პირველ ტურში მიღწეულ შედეგს ულოცავს.

მერაბიშილის თქმით, გუშინ ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ ღირსებას ვერავინ წაართმევს.

დიდი სიხარულით მინდა მივულოცო ჩემს მეგობარს, გრიგოლ ვაშაძეს წარმატება. გუშინდელი არჩევნებით ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ მას ღირსებას ვერასოდეს ვერავინ წაართმევს. მიხარია, რომ ჩემი განცდა და სურვილი რეალურად დადასტურდა – ოპოზიცია ერთიანად იბრძვის გამარჯვებისთვის. მეორე ტურში ორმაგი უპირატესობა უნდა დავაფიქსიროთ,”-აცხადებს ვანო მერაბიშვილი.

ცნობისთვის, ცესკოს ბოლო მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ასეთია:

დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი –  38.63% (615 403 ხმა).
გაერთიანებული  ოპოზიაცია, „ძალა ერთობაშია“ – გრიგოლ ვაშაძე – 37.74 % (601 175 ხმა).
„ევროპული საქართველოს“ კანდიდატი , დავით ბაქრაძე –  10.97% (174 699 ხმა).
ამავე თემაზე: ცესკო – საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 2 დეკემბრამდე ჩატარდება

იტვირთბა....