არჩევნების შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმიანება “ქართული ოცნების” დეპუტატი ანრი ოხანაშვილი.
მეგობრებო, ჩვენი გუნდის გულითადო მხარდამჭერებო, დიდი მადლობა ყველას ჩვენს მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდაჭერისთვის!
ჩვენი საზოგადოებისგან მიღებული გზავნილი მიღებულია, რომ საჭიროა უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯები და თქვენი უფრო მეტად თანადგომა!
მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდ და თავისუფალ გარემოში და 2012 წლიდან წარსულს ჩაბარდა არჩევნების გაყალბება!
დღეიდანვე ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერების ნდობა გავამართლოთ და არასდროს არ დავუთმოთ ეს ქვეყანა ნაცებს-ძალადობას-ბოღმას-ტყუილს-სიბინძურეს!
ნაცებო! რამის იმედი ხომ არ მოგეცათ? თავის მეტად წამოწევის უფლებას არ მოგცემთ, სამაგალითოდ და სამუდამოდ დაგამარცხებთ მეორე ტურში!” – წერს ანრი ოხანაშვილი.
ცნობისთვის, ცესკოს ბოლო მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ასეთია:
დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი – 38.63% (615 403 ხმა).
გაერთიანებული ოპოზიაცია, „ძალა ერთობაშია“ – გრიგოლ ვაშაძე – 37.74 % (601 175 ხმა).
„ევროპული საქართველოს“ კანდიდატი , დავით ბაქრაძე – 10.97% (174 699 ხმა).
ამავე თემაზე: ცესკო – საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 2 დეკემბრამდე ჩატარდება