aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბესელია – გამოვრიცხავ, რომ მოსახლეობამ წარსულში დაბრუნება მოისურვოს – ზურაბიშვილს მკაფიო მხარდაჭერა ექნება

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ჟურნალისტებთან საუბრისას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე საუბრობს და აცხადებს, რომ მოსახლეობა წარსულში დაბრუნებას არ მოისურვებს.

“მეორე ტურში როცა სხვა არჩევანი არ არის და არის – წარსული და მომავალი, გამოვრიცხავ, რომ მოსახლეობამ წარსულში დაბრუნება მოისურვოს, რომელმაც საკუთარ თავზე იწვნია და არა თხრობით, ხელისუფლების მხრიდან რა არის ძალადობა და სისასტიკე. მგონია, რომ ჩვენს კანდიდატს მეორე ტურში ძალიან მკაფიო მხარდაჭერა ექნება. ჩვენი მხარდამჭერების დიდი ნაწილი არჩევნებზე არ მოვიდა, რაც არის ერთგვარი წუხილის, პროტესტისა თუ სამდურავის გამოხატულება

მოქალაქეები აცნობიერებენ, რომ მეორე ტურში სულ სხვა მოცემულობაა, აქ არის – შავი და თეთრი, წარსული და მომავალი. ვისთვისაც ღირებული თავისუფლებაა და ვისაც წარსულის ჯოჯოხეთში დაბრუნება არ უნდა, მგონია, არჩევანს მკაფიოდ, ნათლად და გააზრებულად გააკეთებს. მგონია, რომ უნდა გავიაზროთ, რა პრობლემებია, მაგრამ ჩვენმა ამომრჩეველმაც უნდა გაიაზროს, რისთვის ვიბრძოლეთ ამდენი, ეს ღირებული იყო და უნდა გადარჩეს, თუ გაბრაზების გამო ყველაფერს უნდა გადავაბიჯოთ. გავიგე, გაბრაზება და წყენა, მაგრამ, გაბრაზების, წყენისა და იმედგაცრუების მიუხედავად, არჩევანი არსებობს, რომელსაც მოქალაქე მისთვის და მისი ქვეყნისთვის აკეთებს”, – აცხადებს ბესელია.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა ხმები 3703 უბანზე დათვალა, რაც თითქმის 100%-ია.

როგორც ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა, ამ დროისთვის ხმები ასე გადანაწილდა:
დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი –  38.63% (615 403 ხმა).
გაერთიანებული  ოპოზიაცია, „ძალა ერთობაშია“ – გრიგოლ ვაშაძე – 37.74 % (601 175 ხმა).
„ევროპული საქართველოს“ კანდიდატი , დავით ბაქრაძე –  10.97% (174 699 ხმა).
ამავე თემაზე: ცესკო – საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 2 დეკემბრამდე ჩატარდება.

ამავდროულად, “ევროპულმა საქართველომ” და “რესპუბლიკურმა” პარტიამ მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძეს გამოუცხადეს მხარდაჭერა.

იტვირთბა....