შევარდნაძისდროინდელი მმართველი პარტიის, ყოფილი “მოქკავშირის” ლიდერი და ძველი გუბერნატორი ლევან მამალაძე, რომელმაც ჯერ კიდევ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში მოსვლის დროს დატოვა ქვეყანა და ამჟამადაც საზღვარგარეთ ცხოვრობს, “ქართულ ოცნებას” და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს სოციალურ ქსელში, მეორე ტურთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევს. მისი თქმით, პარტიის სტრუქტურული მენეჯმენტი გასამართია და მოთამაშეებისგან გასაწმენდი.
“ბატონო ბიძინა ოცნების სტრუქტურული მენეჯმენტი გასამართი გაქვთ და მოთამაშეებისგან გასაწმენდი! ამომრჩეველი არჩევანს არა საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის აკეთებს, არამედ აფიქსირებს მხარს უჭერს ივანიშვილს თუ სააკაშვილს. სწორი მუშაობის შედეგად, ამომრჩეველთა 60-70 %-ს მობილიზება შესაძლებელი იქნება! სახელისუფლებო შეცდომებზე და საზოგადოების იმედგაცრუების მიზეზებზე შემდეგ ვისუბრებ, ამჟამად მეორე ტურია მოსაგები!
ინსტრუქცია მოქმედებისთვის!
მმართველმა გუნდმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში ამოქაჩა და ოცნების კანდიდატმა გარკვეული უპირატესობა მიიღო, ამის შედეგად მეორე ტური გარდაუვალი გახდა. დაშვებულ შეცდომებზე და მიზეზებზე ამჯერად არ ვისუბრებ. ახლა მთავარია, არ შეცბეთ ბატონო ბიძინა და სწორად გაუკეთოთ მობილიზება ყველა რესურსს.
არჩევნების ბედი არა კაბინეტებში და საპიარო შეხვედრებზე, არამედ ამომრჩეველთა დარწმუნების და საარჩევნო უბნებზე მუშაობის შედეგად წყდება. სააკაშვილის ნაბარტყთა შეჯამებით ოპოზიციის კანდიდატმა შეიძლება, 28 ოქტომბერს მიღებული შედეგები 20 %-თ გაზარდოს.
“ოცნების” კანდიდატს მხარდამჭერთა მობილიზება იმ ელექტორატიდან შეუძლია, ვინც არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო. გაითვალისწინეთ, რომ ეს ის რაოდენობაა, რომლებიც ოცნებას კი აღარ უჭერენ მხარს, არამედ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგნი არიან. ეს ის ხალხია, ვინც იმედგაცრუებული და მოტყუებული დარჩა ხელისუფლების მხრიდან და მათ გააქტიურებას კონკრეტული მუშაობა დასჭირდება.
ასეთი ელექტორატის რაოდენობა დაახლოებით 40%-ა. აქტიური მუშაობის შედეგად სალომე ზურაბიშვილს მეორე ტურის მოგების დიდი შანსი აქვს. ქალაქებში, რაიონებსა და სოფლებში არიან გავლენიანი და ავტოტიტეტული პირები, რომლებმაც 2012 წელს ხმა მოგცათ. სწორედ ამ ხალხთანაა მიმბმული ამომრჩეველთ ჯგუფები და მათთანაა მუშაობაა საჭირო. თითოეულ საარჩევნო უბანზე არსებული ელექტორატის მიხედვით, ჩამოწერეთ სია, შეადგინეთ ადგილებზე ჯგუფები, ვისთან ვის მიესვლება, ბოდიში მოუხადეთ და ყველას კიდევ ერთხელ თხოვეთ, რომ მხარი დაგიჭირონ.
ამას თან უნდა უსწრებდეს თქვენი საჯარო გამოსვლა, არა ჟურნალისტებთან კინკლავი, არამედ ბოდიშის მოხდა საზოგადოების წინაშე და იმ გაერთიანებისკენ მოწოდება, რომელიც არ დაუშვებს სააკაშვილის რეჟიმის აღდგენას!
საზოგადოებას საქართველოს განვითარების კონკრეტული გეგმა უნდა შეთავაზოთ, სადაც მოქალაქენი დაინახავენ თავის ადგილს და ქვეყნის მმართვის თანამონაწილენი გახდებიან.
გახსოვდეთ, არჩევანს საზოგადოება ივანიშვილსა და სააკაშვილის შორის აკეთებს, ასეთი დათვირტვა აქვს ამჟამინდელ საპრეზიდენტო არჩევნებს. ძალიან მკაფიო შემრიგებლური, გამაერთიანებელი განცხადება უნდა გააკეთოს სალომე ზურაბიშვილმა. მან უნდა დაანახოს ყველას, ზვიად გამსახურდიას მიმდევრებს, შევარდნაძის პერიოდის ლიდერებს, ეროვნულ უმცირესობებს, საქართველოს პატრიოტებს და მოქალაქეებს, რომ ყველას პრეზიდენტი იქნება, აღუდგენს მათ შელახულ უფლებებს და გააძლიერებს საქართველოს. ასეთი გამორჩეული და გავლენიენი პირები ზურაბიშვილის გარემოცვაში უნდა გამოჩნდენენ.
ბატონო ბიძინა, თქვენეულმა პარტიული სატრუატურის (გაურკვეველი სიტყვა… რედ.) მენეჯმენტმა სამწუხაროდ, შედეგი ვერ გამოიღო. “ოცნება” კლასიკურ პარტიად ვერ ჩამოყალიბდა, ის სახელისუფლებო ბიუროკრატიასთან მიმბმულ მოქ.კავშირს დაემსგავსა. თქვენ უნდა შეცვალოთ ურთიერთობის ფორმატი. გააფართოვოთ იმ პირებთან უშუალო კონტაქტი, ვინც საარჩევნო სისტემის ორგანიზარორები არიან, ცენტრალურ ოფისში და და ადგილებზე.
გადახედეთ, რამდენად ავტორიტეტული, სანდო და არჩევნების მცოდნე ხელმძღვანელები გყავთ მთელ პარტიულ ვერტიკალში. ურთიერთობა მარტო სუსის, შსს ხელმძღვანელობასთან და კიდევ რამდენიმე დაახლოებულ პირთან, რეალურ სურათს არ მოგცემთ. როგორც წესი, სტრუქტურებიდან ინფორმაცია, ქვემოდან მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, პირველ ხელმძღვანელთან გალამაზებული და რეალობასგან მოწყვეტილი მიდის.
გადახედეთ, არჩევნების შედეგებს რაიონებისა და უბნების მიხედვით და მიხვდებით, სად რა ტყუილი, უშედეგოდ გაბნეული თანხები და არაფრის მაქნისები გყავთ. დრო არ დაკარგოთ! პარტიული სტრუქტურა ექსტრემელურ მუშაობის რეჟიმში უნდა გადავიდეს. თქვენთან მიბმული კონტროლის მექანიზმი ჩამოაყალიბეთ და უზრუნველყავით მხარდამჭერთა საარჩევნო უბნებამდე მიყვანა!
ყველამ კარგათ უნდა გააცნობიეროს, რომ სააკაშვილი სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლის პროცესს აწარმოებს. არ გქონდეთ იმედი, რომ პოლიცია, სპეცსამსახურები, ბიუჯეტიდან ფინანსირებული სოციალური, ან კულტურის სფეროთა წარმომადგენელები ბოლომდე დაგიდგებიან. ზოგი გადახტება და ზოგი გიღალატებთ! განსაკუთრებული ყურადრება მიაქციეთ სამხედრო ნაწილებს. სააკაშვილმა გადატრიალება ერთხელ უკვე გააკეთა და ახლაც იგივეს განაგრძობს! რა ფორმატშიც არ უნდა დაბრუნდეს, კოჰაბიტაციას არავინ შემოგთავაზებთ და სისხლიანი რევანში გარდაუვალი იქნება. საზოგადოებამ ეს საფრთხე თვალნათლივ უნდა დაინახოს! თქვენ შემართებაზე იქნება დამოკიდებული რამდენად შეკრავთ გუნდს, შემოიერთებთ განაწყებეულ- იმედგაცრუებულ ხალხს და საზოგადოებას კონკრეტულ სამოქმედო გეგმას შესთავაზებთ! სტრატეგული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი, ლევან მამალაძე” – წერს სოციალურ ქსელში ყოფილი გუბერნატორი.
ცნობისთვის, ცესკოს ბოლო მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ასეთია:
დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი – 38.63% (615 403 ხმა).
გაერთიანებული ოპოზიაცია, „ძალა ერთობაშია“ – გრიგოლ ვაშაძე – 37.74 % (601 175 ხმა).
„ევროპული საქართველოს“ კანდიდატი , დავით ბაქრაძე – 10.97% (174 699 ხმა).
ამავე თემაზე: ცესკო – საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 2 დეკემბრამდე ჩატარდება