პოლონეთში გამართულ ევროპის 20 და 23-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ბრწინვალედ იასპარეზა.
ქართველებმა ჯამში 23 მედალი მოიპოვეს. აქედან 9 უმაღლესი ოქროს სინჯის გახლავთ. ჩვენებურებმა ასევე 10 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მედალი დააგროვეს.
საქართველოს ორივე ნაკრები ევროპირველობაზე გუნდურ ჩათვლაში მე-2 ადგილზე გავიდა. ქართველებმა იგივე შედეგს მედლების რაოდენობითაც მიაღწიეს.
ორჭიდის ჯამში ევროპის ჩემპიონის ტიტული ირაკლი ჩხეიძემ, გოგა ჩხეიძემ და რევაზ დავითაძემ დაისაკუთრეს. მათ პატივსაცემად პოლონეთში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა.
გაგაცნობთ 20 და 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მედალოსნებს:
ირაკლი ჩხეიძე – 3 ოქრო; გოგა ჩხეიძე-2 ოქრო, 1 ვერცხლი;
რევაზ დავითაძე – 2 ოქრო,1 ვერცხლი;
დავით ხეცურიანი – 1 ოქრო, 2 ვერცხლი;
ანტონ პლესნოი – 1 ოქრო, 1 ვერცხლი; გიორგი ჩხეიძე – 3 ვერცხლი;
ანასტასია გოტფრიდი – 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო; გოდერძი ბერდელიძე – 1 ვერცხლი;
ბაქარ თურმანიძე – 2 ბრინჯაო.
sporter.ge