ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. 500-ზე მეტი უბნის შედეგების დათვლის შემდეგ, რაც დაახლოებით 13 პროცენტს შეადგენს შემდეგი სურათი გამოიკვეთა.პირველი სამეული ასე გამოიყურება:
სალომე ზურაბიშვილი 40.05%
გრიგოლ ვაშაძე 37, 93%
დავით ბაქრაძე 10, 83
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. წინასწარი ინფორმაციით, დიდია მეორე ტურის ალბათობა, რომელშიც “ქართული ოცნების” მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე მიიღებენ მონაწილეობას.