არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

ნიკა გვარამია: “ახლა ვნახოთ ვინ წავა ქვეყნიდან”

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის “აღიარების” შემდეგ, რომლის მიხედვითაც დიდი ვარაუდით იქნება მოეორე ტური, კომენტარი გააკეთა “რუსთავი 2”-ის გენერალურმადირექტორმანიკა გვარამიამ გადაცემა “კვირის აქცენტებში”. მისი თქმით, როგორც ჩანს, “ედისონ რისერჩის” მიერ ჩატარებული ეგზიტპოლი საკმაოდ ახლოს იყო რეალურ შედეგებთან, რასაც ადასტურებს პირველ ეტაპზე მოცემული შედეგები.

“ახლა ვნახოთ ვინ წავა ქვეყნიდან” – იხუმრა გვარამიამ ირაკლი კობახიძის მხრიდან მეორე ტურის შესაძლებლობის დაშვების შემდეგ.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება, რომ დიდი ალბათობით, ამ დროის მონაცემებით იქნება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რომელშიც მათი მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე მიიღებენ მონაწილეობას.

იტვირთბა....