არჩევნები ახალი ამბები მთავარი

ვაშაძე – მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ მათ მოვუგეთ

გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია” საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძემ “edison research”-ის კვლევის გამოქვეყნების შემდეგ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ყველაფრის მიუხედავად, მათ ზურაბიშვილი დაამარცხეს.

“მთავარში დავრწმუნდით, საქართველოს მოქალაქეებს სურთ პოზიტიური ცვლილებები, მათ ყელში აქვთ ამოსული ქურდული ოცნების ხელისუფლება, თავისი საწამებელი კამერებით. შეადარეთ ჩვენი შესაძლებლობები და სახელისუფლებო კანდიდატის შესაძლებლობები, ქუჩაში რომ გახვიდეთ თქვენი თვალით იხილავთ ამას. მიუხედავად გაყალბებისა, მასობრივი მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსისა, ჩვენ მათ მოვუგეთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

“რუსთავი 2-ის” ეგზიტპოლის 4 საათის მონაცემების მიხედვით, ზურაბიშვილსა და ვაშაძეს 40-40% აქვთ, ხოლო “ქართული ოცნების” ეგზიტპოლებით ზურაბიშვილი პირველივე ტურში იმარჯვებს.

იტვირთბა....