ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

დღეს, ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის ინიციატივით, ევროპის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართება

დღეს, 21:00 საათზე ათონელის ქუჩაზე, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ევროპის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიება გაიხსნება საქართველო – ევროკავშირის ჰიმნებით.

სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი.

ღონისძიება დასრულდება კონცერტით, რომელშიც მონაწილეობენ: ლიზა ბათიაშვილი, გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე, კატო კვარაცხელია, ნიკალა ზუბიაშვილი, მარიამ კუბანსკი, დათა მუნჯიშვილი, ელენე კალანდაძე და ერეკლე გეწაძე, სუხიშვილები, ანსამბლი „შავნაბადა“, Loudspeakers, „დაგდაგანი“, quemmekh.

იტვირთბა....