არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნაციონალურ მოძრაობას” ბოლნისში, რამდენიმე საარჩევნო უბანზე, პროვოკაცია აქვს დაგეგმილი”

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პარლამენტის თავმჯდომარის,ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ბოლნისში, რამდენიმე საარჩევნო უბანზე მძიმე პროვოკაციით არჩევნების ჩაშლა აქვს დაგეგმილი.

მივიღეთ ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, აქვთ დაგეგმილი ბოლნისის 23-ე საარჩევნო ოლქში #27-ე, #54-ე, მე-40 და #43-ე საარჩევნო უბნების ჩაშლა. ეს არის უმძიმესი სამართალდარღვევა და ვაფრთხილებთ ძალიან მკაცრად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, რომ ისინი კანონის ფარგლებში მიიღებენ უმკაცრეს რეაგირებას ასეთ კანონდარღვევაზე. დაგეგმილი აქვთ მძიმე პროვოკაცია. ისინი პასუხს აგებენ კანონის თანახმად, უმკაცრესი ფორმით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.

იტვირთბა....