აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზაზა სარალიძე გაათავისუფლეს

 

ზაზა სარალიძე თავისუფალია. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ზაზა სარალიძეს ბრალი დღეს წარედგინა, თუმცა ბრალდების დადგენილების მიხედვით, საგამოძიებო ორგანო არ თვლის საჭიროდ, სასამართლო სხდომის გამართვამდე სარალიძის მიმართ საპატიმრო ღონისძიება იყოს გამოყენებული, ამიტომ მას საპოლიციო მეთვალყურეობა მოუხსნეს. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

ზაზა სარალიძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურა სასამართლოს უახლოეს დღეებში მიმართავს.

სარალიძის ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება და მკურნალობას განაგრძობს. აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძემ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან გაშლილ ლოგინებზე ბანერის გადაფარება სცადა, თუმცა ამის უფლება სამართალდამცავებმა არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

იტვირთბა....