„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, რომ ნუ ქმნიან ხელოვნურ აჟიოტაჟს.
მინდა, გამოვეხმაურო „ქართულ ოცნებას“, მამუკა მდინარაძისა და ირაკლი კობახიძის გუშინდელ პანიკურ განცხადებებს. ნუ აშინებენ ხალხს, ნუ ქმნიან ხელოვნურ აჟიოტაჟს. პირველ რიგში, მამუკა მდინარაძემ ალბათ ჩემზე უკეთ იცის, რადგან იურისტია, რომ წილისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმა, არ არის კანონდარღვევა. საარჩევნო კოდექსის 66-ე მუხლით, ეს უფლება არის გარანტირებული და თავად გადაწყვეტს ყველა წილისყრაში მიიღოს თუ არა მონაწილეობა. მამუკა მდინარაძემ უნდა იცოდეს, რომ საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლით აგიტაცია აკრძალულია მხოლოდ უბნების შიგნით. მოვუწოდებ„ ქართულ ოცნებას“ დამშვიდნენ, ნუ აშინებენ ხალხს, ნუ ქმნიან ხელოვნურ აჟიოტაჟს”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.