„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ საკუთარი არჩევანი თბილისში, მთაწმინდაზე, ნომერ მე-6 უბანზე დააფიქსირა.
ხმა მივეცი ჩემს შვილს სანდრო მელიას და მის თანატოლებს. ძალიან სამწუხაროა ის მოცემულობა, რომელშიც ჩვენ მოგვიწია ცხოვრება. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია გაცილებით უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება. განსაკუთრებით მინდა მივმართო 10 ათასობით საჯარო მოხელეს. ჩვენ ვიხილეთ გუშინ, გუშინწინ არა ერთი ფაქტი, როგორ აიძულებს სხვადასხვა მათი ხელმძღვანელი, გააკეთონ ის არჩევანი, რომელიც მათ არ სურთ, ანუ ნების საწინააღმდეგოს. არ დანებდეთ ხალხნო, გააკეთეს ის არჩევანი, რომელიც თქვენ მიგაჩნიათ სწორად. იმ კაბინაში როდესაც შევალთ, ვერავინ ვერ დაინახავს ვინ შემოხაზეთ,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.