პრეზიდენტობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა საკუთარი არჩევანი საბურთალოზე, ტექნიკური უნივერსიტეტის შენობაში განთავსებულ, N48-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
“ლეიბორისტული პარტიის” პრეზიდენტობის კანდიტი საარჩევნო უბანზე, მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.
არჩევანი გავაკეთე იმის მიხედვით, როგორ იცხოვრებენ ჩვენი შვილები ხვალ, ზეგ მაზეგ საუკუნის შემდეგ, ეს ყველაფერი წყდება დღეს. ხალხის მხარდაჭერა არსებული რეალობიდან, გადამწყვეტი მხარდაჭერა, რაც მჭირდება გამარჯვებითვის, მაქვს, ეს არის ფაქტი,”-აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.