არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ხმა ნატო-ში ინტეგრაციასა და სამხედრო მოსამსახურეების პირობების გაუმჯობესებას მივეცი”

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. მან ხმა ვაკის მეორე ოლქის, მეორე საარჩევნო უბანზე მისცა.

ლევან იზორიას განცხადებით, ხმა ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციას, სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების პირობების გაუმჯობესებას და საქართველოს თითოეული მოქალაქის დაცულობას მისცა

ქვეყნის მთავარსარდლის არჩევნებში ხმა მივეცი იმ კანდიდატს, რომელთან ერთადაც უფრო დავუახლოვდებით ნატო-ს, უფრო მეტი გაკეთდება სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახების პირობების გასაუმჯობესებლად, საქართველოს თითოეული მოქალაქის დაცულობის გასაძლიერებლად“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.

იტვირთბა....