მთაწმინდის 27-ე უბანზე „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ არჩევანი გააკეთა.
როგორც ხმის მიცემის შემდეგ დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დარწმუნებულია, რომ ამომრჩეველი მხარს დაუჭერს, მშვიდობიან, უკეთეს, საიმედო და ევროპულ ხვალინდელ დღეს.
ძალიან ოპტიმისტურ და კარგ განწყობაზე ვარ. ვფიქრობ, რომ საზოგადოებას ნამდვილად სჭირდება ცვლილებები, სჭირდება უკეთესი და საიმედო ხვალინდელი დღე; სჭირდება, რომ საქართველოს მომავალი იყოს მშვიდობიანი და ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე. მჯერა, რომ ყველა მოვა და გააკეთებს საკუთარ არჩევანს უკეთესი მომავალის სასარგებლოდ“, -აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.