ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გადაცემა „ფარული კონვერტის“ პროდიუსერი – ნოზაძესთან მსგავსი საუბარი, სალომე გადაგიხდით ფულსო, არ ყოფილა

გადაცემა “ფარული კონვერტის” პროდუსერი ეკა გვახარია მომღერალ ირაკლი ნოზაძეს პასუხობს და მას ცილისწამებაში ადანაშაულებს. კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.

“მე მასთან ტელეფონზე არცერთხელ არ მისაუბრია, ჩვენგან არანაირი მსგავსი ზარი არ განხორციელებულა. გადაცემა ჩვეულებრივად იგეგმებოდა, უნდა გასულიყო ეთერში, ირაკლი ნოზაძის გარდა არჩევნების გამო კიდევ ოთხი გადაცემა ვერ გავიდა ეთერში, ყველა ელოდება ეთერში გასვლას. მსგავსი საუბარი – სალომე გადაგიხდით ფულსო, არ ყოფილა, სასაცილოა, არხს ასეთი პოზიცია არ ქონია. სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ კლიპში გიორგი გურგულიაც იყო და თემურ თათარაშვილიც და მანამდე იყვნენ ჩვენთან სტუმრად.

რაც შეეხება თანხის გადახდის საკითხს, აბსოლუტურად ტყუილია ირაკლი ნოზაძის განცხადება. მართლა მინდა გავარკვიო, რა ნომრიდან დაურეკეს, ვინ დაურეკა, რადგანაც მე არ დამირეკავს, არც ჩვენგან არავის. ეს არის ცილისწამება. მარტივად შეიძლება იმის გარკვევა, მე დავრეკე თუ არა“, – ამბობს ეკა გვახარია.

შეგახსენებთ, მომღერალი ირაკლი ნოზაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ “რუსთავი 2-ის” გადაცემაში თანხა მოიგო, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კლიპში გამოჩენისთანავე დაურეკეს და უთხრეს, რომ ფული ზურაბიშვილს გადაეხადა.

იტვირთბა....