გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ გიგა ბოკერიას კითხვას, დაუჭერს თუ არა მხარს გაერთიანებული ოპოზიცია მხარს არჩევნების მეორე ტურში დავით ბაქრაძეს, უპასუხა.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, ყველა სოციოლოგიური კვლევა მიუთითებს, რომ გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი გრიგოლ ვაშაძეს აქვს.
გაერთიანებულ ოპოზიციაში ასევე ამბობენ, რომ მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის და დავით ბაქრაძის გასვლის შემთხევაში, ისინი მხარს ოპოზიციურ კანდიდატს დაუჭერენ.
გიორგი ვაშაძე იგივე პოზიციის საჯაროდ დაფიქსირებას ევროპული საქართველოსგანაც ითხოვს.
ყველა ობიექტური კვლევით გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს წინასაარჩევნო მარათონში, რაც მთავრია, ვფიქრობთ, რომ შეიძლება პირველივე ტურში მის სასარგებლოდ დამთავრდეს არჩევნები, თუმცა, რაც შეეხება კონკრეტულ კითხვას, ძალიან მარტივია პასუხი – დიახ, ჩვენ ოპოზიციურ კანდიდატს დავუჭერთ მხარს სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგოდ იმიტომ, რომ მისი არჩევა ქვეყნისთვის არის კატასტროფა და იგივე მოლოდინი გვაქვს სხვებისგან. ამ პოლიტიკურმა ძალამ კარგია, რომ დააფიქსიროს საჯაროდ, რომ ის ამას აპირებს იმიტომ, რომ ხვალ დღის ბოლოს ყველა შედეგი გვეცოდინება,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ “ევროპული საქართველოს” წევრი გიგა ბოკერია “ნაციონალურ მოძრაობას” მიმართავს და ეკითხება დავით ბაქრაძის მეორე ტურში გასვლის შემთხვევაში, დაუჭერენ თუ არა მას მხარს.