“არ შეიძლება არაფრით, იქნება უბრალოდ უსინდისობა ამ ვითარებაში სახლში დარჩენა და მე მოვუწოდებ ნებისმიერ ადამიანს, რომ ყველა შემოხაზეთ, სალომე ზურაბიშვილის გარდა. ნებისმიერი, ვინც გულზე გეხატებათ, ვისი იდეებიც მეტ-ნაკლებად თქვენთან ახლოს არის, ნებისმიერი კანდიდატი შემოხაზეთ, სალომე ზურაბიშვილის გარდა. არ შეიძლება ქართული ოცნების კანდიდატი შემოხაზო, არ შეიძლება, სალომე ზურაბიშვილის შემოხაზვა, ვინაიდან კიდევ ერთხელ გაიჯეჯილებს ივანიშვილი და კიდევ ერთხელ დაგვცინებს და კიდევ ერთხელ დარწმუნდება იმაში, რასაც ფიქრობს ჩვენზე, რომ ჩვენ ვართ ნახირი”, – აღნიშნული განცხადება თბილისს მერობის კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა “რუსთავი 2-თან” საუბრისას განაცხადა.
იტვირთბა....