ახალი ამბები მთავარი სამართალი სოციალური ქსელი

მზია პატარკაციშვილი – “რუსთავი 2” თავისი ჩვეული ბინძური ხელწერით ბადრიზე მორიგ გულისამრევ რეპორტაჟს ამზადებს

ბადრი პატარკაციშვილი სოციალურ ქსელში აცხადებს, რომ “რუსთავი 2” თავისი ჩვეული ბინძური ხელწერით ბადრიზე მორიგ გულისამრევი რეპორტაჟს ამზადებს.

“რუსთავი 2” დაგვიმახსოვრეთ!

მორიგი წინასაარჩევნო მანიპულაცია! ბინძური, ამაზრზენი მეთოდები! ბადრის სახელთან დაკავშირებული კიდევ ერთი უსაფუძვლო სპეკულაცია! იმ ქვეყნადაც არ ასვენებენ!

როგორც ჩანს, “რუსთავი 2” თავისი ჩვეული ბინძური ხელწერით ბადრიზე მორიგ გულისამრევ რეპორტაჟს ამზადებს. ამდენი წელი გავიდა და ისევ ბადრის ებრძვიან, ისევ ვერ მოუნელებიათ ის სიყვარული და პატივისცემა რაც ბადრის დამსახურებულად ჰქონდა ხალხისგან!

როგორც ჩანს, პოლიტიკური ქულების მოპოვების გარდა, მათი მიზანი დედაჩვენის საბოლოოდ განადგურებაა, რომელიც მიღებული ნერვული და ემოციური სტრესის ფონზე დღესაც კლინიკაში იმყოფება.

“რუსთავი 2″ დაგვიმახსოვრეთ!

არავითარი მორიდება!
არც პატივისცემა! – თუმცა ამ ნაძირლებისაგან სხვა რას უნდა ელოდო არაადამიანობის გარდა!

როგორც ჩანს, ჩვენი მხრიდან მათთვის არასასურველი კანდიდატის მხარდაჭერა ამ ფორმით ისჯება!

p.s. დაგვიმახსოვრეთ!”, – წერს პატარკაციშვილი და აქვეყნებს მოწერილს და ამბობს, რომ ეს “რუსთვი 2-ის” ჟურნალისტმა მისწერა მას.

 
იტვირთბა....