“გუშინდელი ძალადობის ავტორების დაკავების ნაცვლად, შსს-მ დააანონსა, ხალხს გამოკითხვებზე დავიბარებთო.
ამიტომ, თუ გამოკითხვაზე დასაბარებლად დაგირეკეს, იცოდეთ, როგორ მოიქცეთ:
უარს ამბობთ განყოფილებაში გამოკითხვაზე;
თანხმდებით მხოლოდ მოსამართლის წინაშე ინფორმაციის მიცემას და ელოდებით შესაბამის ორდერს;
თუ ორდერი გამოგიგზავნეს, მიდიხართ სასამართლოში აუცილებლად ადვოკატთან ერთად.
არ აქვთ უფლება, ქუჩაში გაგაჩერონ და განყოფილებაში წასვლა გაიძულონ
არ აქვთ უფლება, სახლში მოგიკაკუნონ და შემოსვლა მოითხოვონ
არ აქვთ უფლება, დაგემუქრონ ‘შედეგებით’, თუ გამოკითხვაზე მისვლაზე უარს განაცხადებთ.
577070563 – სამართლებრივი დახმარების ცხელი ხაზის ნომერი
1481 – სახალხო დამცველის ცხელი ხაზის ნომერი
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მათი მიზანი უბრალოდ ჩვენი შეშინებაა. მშვიდად და მხნედ უნდა შევხვდეთ მათ ყველა ხრიკს და 11-ში კიდევ უფრო მეტი უნდა გავიდეთ მარშზე იმის საჩვენებლად, რომ მათზე ბევრად მეტი ვართ. ერთად ვერ მოგვერევიან. ძალა ერთობაშია.” – წერს სამოქალაქო საზოგადოების ფონდის იურისტი, საბა ბრაჭველი სოციალურ ქსელში.