“ასეთია გეგმა:
11 მაისს 19:00 საათზე “მარში ევროპის გზაზე.”
საწყისი ლოკაციები იქნება: მარჯანიშვილის მოედანი, რესპუბლიკის მოედანი და მეტრო 300 არაგველი. ამ ლოკაციებიდან ვინაცვლებთ ევროპის მოედანზე.
12 მაისი: 22:00 “გავათენოთ საქართველოსთვის.”
ამ, საპროტესტო ფორმის მიზანი გახლავთ 13 მაისის დილა, როდესაც ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა, მესამე მოსმენით კენჭისყრის მოსამზადებლად. ჩვენი იქ დგომით კიდევ ერთხელ შევახსენებთ დეპუტატებს, რომ ისინი უნდა ემსახურონ ჩვენს იდეებს და არა მათ პოლიტიკურ
ადგილზე დაგხვდებათ დაიტოვეს და ჩვენი პუნქტები, სადაც იქნება , ათასობით სასმელი წყალი, ცხელი ყავა და ჩაი, ათასობით რესპირატორი, სათვალეები, ფიზიოლოგიური ხსნარები, საწვიმრები და “გაუთენე ღამე საქართველოს” მიმდინარეობისას დაგხვდებად პლედები.
10 მაისიდან “დაიტოვე” იწყებს მსურველების ტრანსპორტირებას სხვადასხვა ქალაქებიდან. ჩვენ, ვუზრუნველყოფთ მსურველების ჩამოყვანას და ასევე უკან დაბრუნებას.
ნანუკას ფონდი რეგიონებიდან ჩამოსულ მსურველებს შესთავაზებს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელს, სადაც შესძლებენ 11-12 რიცხვებში დარჩენას.
ვფიქრობ, წინ დიდი გზა გველის და იმედი მაქვს ღირსეულად მივაღწევთ იმ მიზანს რისთვისაც აქამდე მოვედით.” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
იტვირთბა....