სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლის, გია ჯაფარიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია – ექიმი ივანე ავაზაშვილი “პირველებთან” სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ პაციენტს, სავარაუდოდ, 10 მაისს გაწერენ.
მედიკოსი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ქირურგიული ჩარევა არ არის საჭირო, თუმცა ჯაფარიძე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
“პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მკურნალობას განაგრძობს ჩვენს კლინიკაში, ნევროლოგიის დეპარტამენტში. რაიმე აქტიური ოპერაციული ჩარევა ამ ეტაპზე არ არის საჭირო. მიმდინარეობს ნეირომონიტორინგი და ხვალ, სავარაუდოდ, გაეწერებიან”, – ამბობს ექიმი.
რამდენიმე სააათის წინ, თავს დაესხნენ ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს. ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრს, დიმა ჩიქოვანს. სასტიკად, ჯგუფურად გაუსწორდნენ “ჭავჭავაძის ცენტრის” მკვლევარს, გია ჯაფარიძეს. გვიან ღამით სახლში მიუვარდნენ პოლიტიკოს გიორგი ონიანსაც.