ახალი ამბები მთავარი სამართალი

ზაზა სარალიძე კვლავ საავადმყოფში რჩება

ზაზა სარალიძე ინგოროყვას კლინიკაში რჩება. ექიმების განცხადებით, მას სისხლში შაქრის მაღალი დონე აქვს. მიუხედავად იმისა, რომ სარალიძის მდგომარეობა სტაბილურია, ექიმების განცხადებით, აუცილებელია, რომ ცოტა ხანს კლინიკაში დარჩეს.

ამავე კლინიკაშია დაზარალებული პოლიციელი, რომელსაც ზაზა სარალიძემ რკინა ჩაარტყა. მას ტვინის შერყევა აქვს.

შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძე პოლიციელთან ინციდენტის შედეგად დააკავეს. სარალიძეს პარლამენტის წინ კარავი არ გააშლევინეს.

იტვირთბა....