“ევროპული საქართველოს” წევრი გიგა ბოკერია “ნაციონალურ მოძრაობას” მიმართავს და ეკითხება დავით ბაქრაძის მეორე ტურში გასვლის შემთხვევაში, დაუჭერენ თუ არა მას მხარს.
“მე მინდა, ახლა კითხვით მივმართო გრიგოლ ვაშაძეს და მის პოლიტიკურ ხელმძღვანელს, მიხეილ სააკაშვილს და ველი მათგან პასუხს, როდესაც დათო ბაქრაძე გავა მეორე ტურში, დაუჭერს თუ არა გრიგოლ ვაშაძე მას მხარს. ვაშაძისგან მკაფიო პასუხს ველოდებით და არ მივიღებთ მისგან პასუხს, რომ მე ვიქნები მეორე ტურში, ის არ იქნება მეორე ტურში, მეორე ტურში იქნება დათო ბაქრაძე, მაგრამ ყველა შემთხვევაში, მან უნდა გაგვცეს პასუხი, დაუჭერს თუ არა ღიად მხარს დათო ბაქრაძეს. ნებისმიერი პასუხი გარდა მკაფიო პასუხისა, იქნება მიღებული როგორც შეთანხმების კიდევ ერთი დარღვევა გრიგოლ ვაშაძისა და მისი გუნდის მხრიდან“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.