გორში, 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული ი.ნ. წარსულში 9-წლიან სასჯელს იხდიდა.
პირის ნასამართლეობაზე განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, თუმცა ჯერჯერობითი უცნობია რისთვის იყო დაკავებული ნებიერიძე წარსულში.
არაოფიციალური ცნობით, მან სასჯელი ქალზე სექსუალური ძალადობისთვის მოიხადა.
შეგახსენებთ, 9 წლის ბავშვი, რომელსაც გორში ოჯახი 25 ოქტომბრის დილიდან ეძებდა, მოკლული იპოვეს. ცხედარი გორის რაიონული სასამართლოს ეზოშია ნაპოვნი. ნანა ბერიაშვილი სახლიდან დღის პირველ ნახევარში, ცეკვაზე წავიდა და ამის შემდეგ მისი კვალი გაქრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორში მომხდარ ფაქტზე გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

