ბელგიაში, დე ჰანის სანაპიროზე, 18 მეტრიობი, ფინვალის სახეობის ვეშაპი გამოირიყა.
30 ტონის სიმძიმის ძუძუმწოვარი 25 ოქტომბერს აღმოაჩინეს და მას შემდეგ სპეციალისტები სწავლობენ.
აღსანიშნავია, რომ ფინვალის სახეობისა ვეშაპი გადაშენების პირასაა.
ამ დროისთვის ვეშაპის ნაწილები სამეცნიერო ლაბორატორიაში კვლევებისთვისაა გადატანილი.