aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ივანიშვილი – მაგათ ამის საჯდომი არ აქვთ, ასე იოლი არაა ჩემი ლიკვიდაცია, რაზეც ოცნებობს გვარამია

“მე იმ ჩანაწერების არ მჯერა, სანამ ავთენტურობა არ დადასტურდება, სადაც ერთმანეთთან საუბრობენ პრეზიდენტი და მისი ბიძა. თუმცა, არაფერი არ მიკვირს. არ მიკვირს თუნდაც ჩემთან დამოკიდებულება. ნახეთ გვარამია და კვესიტაძე რა სიტყვებს ხმარობენ ჩემზე. ესენი ამაზე არიან წამსვლელები. თუმცა, უკაცრავად საზოგადეობასთან და მაგათ ამის საჯდომი არ აქვთ, ესე იოლი არ არის ჩემი ლიკვიდაცია, რაზეც გვარამია ოცნებობს. ისინი მაშინ კლავდნენ და აუპატიურებდნენ ქართველ ხალხს, როდესაც ყველაფრის ბერკეტი ქონდათ და ხელისუფლებაში იყვნენ”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა აუდიოჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილი და მისი ბიძა საუბრობენ. სადაც, სავარაუდოდ, თემურ ალასანიას თქმით, მილიონს მისცემს მას ვინც “სნაიპერის ვინტოვკით” მოახდენს ივანიშვილის ლიკვვიდაციას.

ალასანიამ და სააკაშვილმა ჩანაწერის ავთენტურობა უარყვეს.

იტვირთბა....