“დიმიტრი ქუმსიშვილის დროს ხდებოდა გადავადებები. ეს პროცესი დაამუხრუჭა მამუკა ბახტაძემ. კიდევ უფრო დაამუხრუჭა მაჭავარიანმა. მე მგონი, ლამის გაიწიეს ერთმანეთს. მაჭავარიანი ითხოვდა, ზაზა ოქუაშვილს გადაეხადა დავალიანება. ლობირება მიდიოდა ლევან ყიფიანის მხრიდან, რათა ოქუაშვილს დავალიანება გადაევადებინა. მოვედით აქ და ეს პროცესი უფრო ადრე უნდა დაგვეწყო. სანამ ტენდენციები არ გმაოიკვეთება, რომ დაგროვილი ვალი შემცირდეს, მანამდე გადავადება არ უნდა მოხდეს. ეს ბოლოს რაც გაკეთდა არის ხელისუფლებაზე ზეწოლა და არ შეიძლება ამისთვის მედია გამოიყენო”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს “ომეგა ჯგუფის” დავალიანების კომენტირებისას განაცხადა.
.