ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჯანგირაშვილი: “ბატონო ბიძინი, მირჩევნია რუსთავი 2–ის სატელიტი ვიყო ვიდრე თქვენი ბუჩქი”

“ბატონო ბიძინი, მირჩევნია რუსთავი2–ის სატელიტი ვიყო ვიდრე თქვენი ბუჩქი და როცა მოგეხურუშებათ მოვიდე, დაგიჯდეთ ცხვირწინ და თქვენს საცოდავ ჭორაობას ვუსმინო, რითიც აი უკვე თხუთმეტი წუთია ხართ დაკავებული” – ამის შესახებ ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

დღეს, “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მორიგი ინტერვიუ მიმდინარეობს ჟურნალისტებთან. მან შეხვედრაზე ჯანგირაშვილიც მიიწვია, თუმცა მან უარი განაცხადა. ივანიშვილმა ჯანგირაშვილი “რუსთავი 2”-ის სატელიტად მოიხსენია.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს დღევანდელ შეხვედრაზე ეთიკაზე ელაპარაკა და უთხრა, რომ ორივე მხარე უნდა ჩაწერონ.

 

 

იტვირთბა....