არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩემთვის ყველაზე დიდი ხიბლი სალომე ზურაბიშვილისა და მისი შვილის აქცენტს აქვს”

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შვილის დღევანდელი გამოსვლა შეაფასა და განაცხადა, რომ მათ აქცენტს აქვს მისთვის ყველაზე დიდი ხიბლი.

„დღეს ჩემთვის ამაჩუყებელი იყო, რომ სცენაზე მისმა შვილმა ცრემლები ვერ შეიკავა. ზოგიერთი ვაი ქართველი ეჭვს გამოთქვამს ქალბატონი სალომეს აქცენტზე, რომ ის ქართველი არ არის, ჩემი აზრით, ამით ხაზს უსვამს საქართველოს ისტორიას, სწორედ მის აქცენტს აქვს ჩემთვის ყველაზე დიდი ხიბლი, ხიბლი აქვს მისი შვილის აქცენტსაც. მე რამდენიმე წელიწადი საზღვარგარეთ ვიცხოვრე და ყველას შეგახსენებთ, რომ ძალიან რთულია, შვილებს, მოზარდებს შეუნარჩუნო ქართული ენა, მშობლიური ენა.

სამწუხაროდ, ემიგრაციაში ბევრი ქართველია წასული და ყველანი კარგად გაიგებენ, რამდენად რთულია, შვილს შეუნარჩუნო ქართული. ქალბატონი სალომე იცით, რისი მსხვერპლიც იყო, პირველი ემიგრაცია რატომ წავიდა. მე ძალიან მოხიბლული ვარ, თუ გნებავთ, ძველი ქართული აქცენტით, რომელიც ქალბატონ სალომეს აქვს.

სწორედ ყველაზე დიდი სირთულე, რაც გადაიტანს მისმა მშობლებმა, რომ ქალბატონი სალომე ქართულენოვანი დარჩენილიყო და შემდეგ ქალბატონმა სალომემ შეძლო ეს თავისი შვილებისთვის. ამას ძალიან დიდი ხიბლი აქვს. სამშობლოში დაბრუნების სიმბოლოა ქალბატონი სალომე, ჩვენი ევროპულობის სიმბოლოც”- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

იტვირთბა....