ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სტიქია: 2 ადამიანი დაიღუპა და 22 ათასი სახლი წყლის ქვეშ მოექცა კრასნოდარის მხარეში

კრასნოდარის მხარეში მოვარდნილმა წყალდიდობამ 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ქალი და მამაკაცი წყალში გარდაცვლილები იპოვეს.

“გაზეტა რუს” ინფორმაციით, 10 ათასზე მეტი მაცხოვრებელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი და მიმდინარეობს დაზარალებულთა ევაკუაცია. 22 ათასზე მეტი სახლი წყალში მოექცა.

ადგილობრივების ინფორმაციით, საშინელი წყალდიდობა გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია.

იტვირთბა....