ესპანეთის პოლიციამ კანარის კუნძულებთან, გემზე 1400 კილოგრამი „კოკაინი“ დააკავა. გემის ეკიპაჟის 10 წევრი უკვე დაკავებულია. აღსანიშნავია, რომ დაკავებულებს შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა. ინფორმაციას ამის შესახებ rtve.es ავრცელებს.
როგორც ირკვევა, ტვირთი სპეციალურ სამალავში ინახებოდა. ის გემით სამხრეთ ამერიკიდან, თურქეთის გავლით ესპანეთში უნდა მოხვედრილიყო, საიდანაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მისი ტრანსპორტირება იგეგმებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.
დაკავებულებს შორის თურქეთის შვიდი და საქართველოს, უკრაინისა და ბულგარეთის თითო მოქალაქეა.