ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზუგდიდში მატარებელი 55 წლის მამაკაცს დაეჯახა

ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაცხვში ზუგდიდი- თბილისის მატარებელი 55 წლის მამაკაცს დაეჯახა.

მამაკაცი 112- ის ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას თქმით, პაციენტს აღენიშნება ქალა-ტვინის ღია ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, ტრავმული სუბარაქნოიდული და სუბდურული ჰემატომა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა. ჩაუტარდა დეკომპრესიული ტრეპანაცია. ექიმების თქმით, მდგომარეობა მძიმეა და პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე.

როგორც “მეტრონომს”შინაგან სამქეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

იტვირთბა....