არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

გვარამია პირველი არხის წამყვანს – სად დავაფიქსირე, რომ გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი ვარ?

“რუსთავი 2-ის” დირექტორმა ნიკა გვარამიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების ბლოკის დირექტორ გიორგი გვიმრაძეს მიმართავს და სთხოვს დაუსახელოს თუ სად დააფიქსირა, რომ გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერია.

“გვარამიამ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასაც მიმართა და თხოვა გამოიკვლიონ ეს ინფორმაცია.

ალო, პირველი არხის წამყვანო, გალსტუკ-ჟილეტით, უსახელოვ და უგვაროვ. აბა, სადმე მანახე, სად დავაფიქსირე, რომ გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი ვარ, როგორც ეს დებატებში განაცხადე.

ან მოიყვანე ერთი მტკიცებულება მაინც, ან მოიხადე ბოდიში საჯაროდ შენც და შენმა არხმაც.

აქვე, მივმართავ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას საჯარო განაცხადით, შეისწავლოს ამ არაკვალიფიციური დეზინფორმატორის ქმედება”, – წერს სოციალურ ქსელში გვარმაია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პირველ არხზე სამ საპრეზიდენტო კანდიდატს შორის გაიმართა დებატები, რომელიც გვიმრაძეს მიყავდა. მან ერთ-ერთ კითხვისას გრიგოლ ვაშაძეს სწორედ გვარამიას მიერ მის მხარდაჭერაზე გააკეთა აქცენტი.

იტვირთბა....