ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სამოქალაქო საზოგადოებისგან ხშირ შემთხვევაში გვესმის პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები”

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, სამოქალაქო სექტორისგან ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები ისმის. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბირიფინგზე განაცხადა.

„თქვენ იცით, როგორ აქტიურად თანამშრომლობს ჩვენი პოლიტიკური გუნდი სამოქალაქო საზოგადოებასთან და აქაც მინდა კონკრეტული არგუმენტი მოგიყვანოთ. ჩვენ გადავედით იმ ეტაპზე, როცა გვაქვს ახალი ტალღა რეფორმების და თქვენ როგორ ფიქრობთ, ჩვენ არ ვართ დაინტერესებული იმით, რომ მივიღოთ კონკრეტული რეკომენდაციები ამა თუ იმ რეფორმაზე, როგორ უნდა დავნერგოთ ის იმდაგვარად, რომელიც საუკეთესოდ უპასუხებს საზოგადოების ინტერესებს? მაგრამ ამის საპასუხოდ რას ვხედავთ? ამის საპასუხოდ ჩვენ ხშირ შემთხვევაში, ზოგიერთი წარმომადგენლისგან გვესმის პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამავე დროს კიდევ ერთხელ ვადასტურებთ იმას, რომ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობა დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს პროცესი ამავე დროს არის ვფიქრობ, გარკვეული წინაპირობაც, რომ ჩვენ ინსტიტუტების მშენებლობაში ვიყოთ წარმატებული, მაგრამ რა თქმა უნდა, როცა ასეთი კომუნიკაცია გადადის ხშირ შემთხვევაში ანგაჟირებულ განცხადებებში, ამის მოსმენა ნამდვილად არ არის კარგი და არ არის კარგი საქართველოში დემოკრატიული ინსტიტურების კიდევ უფრო განმტკიცების საქმეში“, – განაცხადა ბახტაძემ.

იტვირთბა....