“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე სულხან სალაძე, პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, სამოქალაქო სექტორი პოლიტიკურად ანგაჟირებულ განცხადებებს აკეთებს და განაცხდა, რომ მამუკა ბახტაძე რთხელ არ შეხვედრია სამოქალაქო სექტორს.
საია-ს თქმით,მამუკა ბახტაძეს არასოდეს მოუსმენია სამოქალაქო სექტორის წუხილები.
პრემიერ-მინისტრს შევახსენებ, კარგად გაიხსენოს რამდენი თვეა ის პრემიერია და ერთხელ არ შეხვედრია სამოქალაქო სექტორს, არ მოუსმენია ის წუხილები და ტენდენციები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ამიტომაც სანამ ვინმე განცხადებას გააკეთებს, უმჯობესია კარგად გაეცნოს რას ვაკეთებთ, რაზე ვმუშაობთ და შემდგომ ისაუბრონ პრობლემებზე, რომლებიც თურმე ყველა სამოქალაქო სექტორს უკავშირდება,” – განაცხადა სულხან სალაძემ.
ამავე დროს, როგორც საია-ს თავმჯდომარემ აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციებს ყველაზე ხშირად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ხვდება.
გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ ერთადერთი მინისტრი, ვისაც ამ ქვეყანაში წამყვან სამოქალაქო ორგანიზაციებთან შეხვედრები აქვს, ეს არის შინაგან საქმეთა მინისტრი. სხვა არცერთი მინისტრის მხრიდან, მითუმეტეს პრემიერ ბახტაძის მთავრობაში, მსგავსი ტენდენცია არ გვინახავს. პირიქით, ისინი არიან ჩაკეტილები და თუ შსს-ს შეუძლია გარკვეულწილად გახსნილი იყოს და ისაუბროს რეფორმებზე, რატომ იუსტიციის სამინისტროს ან სხვა სამინისტროებს არ შეუძლიათ, რომელთა როლი არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში,”- განაცხადა სალაძემ.