ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბანი ავღანეთის დროით დილის 8 საათზე გაიხსნა.
ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საკუთარ არჩევანს დილიდან აკეთებენ.
ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მდებარე საარჩევნo კომისიის ხელმძღვანელის ინფორმაციით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში, ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს, ამ დროის მონაცემებით არცერთი საჩივარი არ დაწერილა.