აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბახტაძე: “ნებისმიერი ტელევიზიიდან უნდა ისმოდეს განსხვავებული აზრი”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ნებისმიერი ტელევიზიიდან უნდა ისმოდეს განსხვავებული აზრი და ამის თარგმნა იმაში, რომ ვიღაცა ტელევიზიას ემუქრება, ეს არასერიოზულია.

პრემიერის შეფასებით, მიუღებელია, რომ გარკვეული ადამიანები მიუხედავად მათი მცდელობისა, ვერ მიდიან ტელევიზიაში თავისი აზრის დასაფიქსირებლად.

თქვენს კითხვაშივე არის არასწორი პასაჟი. თუ მინიმალური სტანდარტის მოთხოვნა და იმის მოთხოვნა, რომ განსხვავებული აზრი ისმოდეს რომელიმე ტელევიზიიდან, ეს შეიძლება ისე შეაფასოთ, როგორც კითხვის შინაარსში ისმის, რა თქმა უნდა მე ვერ დაგეთანხმებით. მე ვუსმინე ამ ინტერვიუს, ისევე როგორც, მთელმა ქართულმა საზოგადოებამ და კარგად ვიცი რა თქვა. მინიმალური სტანდარტის მოთხოვნა, რომ ნებისმიერი ტელევიზიიდან, მათ შორის „რუსთავი 2“-დან ისმოდეს განსხვავებული აზრი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოქალაქეობრივი პოზიცია. ამის თარგმნა იმაში, რომ ვიღაცა ტელევიზიას ემუქრება, ეს არასერიოზულია, დამერწმუნთ. მედიაში აუცილებლად უნდა იყოს განსხვავებული აზრი და ჟურნალისტური სტანდარტი უნდა იყოს დაცული. ის, რომ არ ისმის განსხვავებული აზრი და ის, რომ გარკვეული ადამიანები მიუხედავად მათი მცდელობისა, ვერ მიდიან ტელევიზიაში თავისი აზრის დასაფიქსირებლად, მიუღებელია“ – განაცხადა პრემიერმა.

 

იტვირთბა....