არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა

ნიკა გვარამია ივანიშვილს მორიგ მიპატიჟებაზე უარს ეუბნება

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას ეხმაურება, რომელმაც ხვალ 11 საათისთვის, 5 ტელეკომპანიის ჟურნალისტები განმეორებით ინტერვიუზე მიიწვია.

როგორც გვარამიამ “კვირის აქცენტებში” განაცხადა, “რუსთავი 2” აღარ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ივანიშვილის მიერ დაგეგმილ უცნაურ ინტერვიუებში. “ჩვენ ალბათ არ გავუშვებთ ჟურნალისტს, რადგან რუსთავი 2-სა და ივანიშვილს შორის ურთიერთობების საკითხი 2 დღის წინ ინტერვიუში გაირკვა” – განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, 2 დღის წინ 3 ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ, ივანიშვილმა მორიგი ინტერვიუ ჩანიშნა და ამჯერად, 5 ტელეკომპანიის ჟურნალისტები მიიწვია.

იტვირთბა....