არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ოპონენტს: “ვერ წაიკითხეთ ყველა ჩემი ბუკლეტი, ალბათ, გაგიჭირდათ წაკითხვა”

“ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მის საარჩევნო ბუკლეტებში არაფერია ნათქვამი ხალხზე, შესაბამისად, ის ხალხის პრეზიდენტი ვერ იქნება:

„ქალბატონმა სალომემ ბრძანა, გაჭირვებულ ფენებზე ვიზრუნებო, მაგრამ მე ხელთ მაქვს მისი ბუკლეტი, რომელიც წინაპრებით იწყება, შემდეგ ბავშვობით გრძელდება, პარიზით, ა.შ და ბოლოს, სრულდება პირობით ისევ წინაპრების, ქვეყნის და მომავლის წინაშე. იმ ყველაზე მცირე ნაწილში, რაც მომავალს ეხება, ქალბატონი სალომე საუბრობს, რომ პრეზიდენტი მისი წინაპრების პატივსაცემად გახდება, მას უნდა პრეზიდენტობა და ის პრეზიდენტი იქნება“, – განაცხადა ბაქრაძემ.

სალომე ზურაბიშვილმა ბაქრაძეს უპასუხა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ ბუკლეტში მისი პიროვნული წარდგენაა, რადგან საზოგადოება პრეზიდენტს, როგორც ცალკეულ პიროვნებას ისე ირჩევს და არა როგორც პარტიას.

“ეს არის ერთ-ერთი ბუკლეტი, რომელიც იყო ჩემი პიროვნული წარდგენა, რადგან პრეზიდენტი პიროვნულად იღებს მონაწილეობას არჩევნებში. ეს არ არის ჩემი საპროგრამო ბუკლეტი. როგორც ჩანს, ვერ წაიკითხეთ ყველა ჩემი ბუკლეტი, ალბათ, გაგიჭირდათ წაკითხვა” – ასე მიმართა სალომე ზურაბიშვილმა დავით ბაქრაძეს.

დავით ბაქრაძემ კი მას ასე უპასუხა: “ნამდვილად, თქვენთან შედარებით”.

საზოგადოებრივ მაუწყებელზე პრეზიდენტობის სამ კანდიდატს შორის დებატები წარიმართა. ესენი არიან,  – გრიგოლ ვაშაძე “ნაციონალური მოძრაობიდან”, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს “ქართული ოცნება” უჭერს და დავით ბაქრაძე “ევროპული საქართველოდან”.

 

იტვირთბა....