არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სტუდიაში შემოსვლისას გამარჯობა არ გვითხრა კონკურენტებს, როგორ შეიძლება პრეზიდენტი იყოს”: დავით ბაქრაძე სალომე ზურაბიშვილზე

“ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ პირველი არხის გადაცემა “არჩევნები 2018”-ში, სადაც პრეზიდენტობის სამ კანდიდატს შორის დებატები მიმდინარეობს, სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის ხალხის პრეხიდენტი ვერ გახდება, რადგან სტუდიაში შესვლისას კონკურენტებს არც კი მიესალმა.

“ამ სტუდიაში შემოსვლისას გამარჯობა არ გვითხრა კონკურენტებს. როგორ შეიძლება ადამიანი იყოს პრეზიდენტი, თუ ის გამარჯობას არ გეუბნება. მე დაგისვით სრულიად კორექტული კითხვა თქვენს ბუკლეტთან დაკავშირებით, ქალბატონო სალომე და თქვენ მე მიპასუხეთ, რომ მე კითხვა არ ვიცი. ნამდვილად ვიცი ქართულად კითხვა და ნამდვილად არ ვიკადრებ, იგივე სტილში შემოგიბრუნოთ ქართულთან დაკავშირებით. ეს დებატი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი ვერ იქნება პრეზიდენტი, რომელიც გააერთიანებს ქვეყანას”- მიმართა სალომე ზურაბიშვილს დავით ბაქრაძემ.

საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარეობს პრეზიდენტობის სამ კანდიდატს შორის დებატები. ესენი არიან,  – გრიგოლ ვაშაძე “ნაციონალური მოძრაობიდან”, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს “ქართული ოცნება” უჭერს და დავით ბაქრაძე “ევროპული საქართველოდან”.

იტვირთბა....