ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვაშაძე: “სააკაშვილი აუცილებლად ჩამოვა, როგორც საქართველოს მოქალაქე”

სააკაშვილი აუცილებლად ჩამოვა, როგორც საქართველოს მოქალაქე, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“ განაცხადა.

„სააკაშვილი აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს საქართველოში, როგორც საქართველოს მოქალაქე. მესამე პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს უფლება, ამ ქვეყანაში იცხოვროს.

თუ ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს ან სასამართლოს რამე შეკითხვები აქვს, მან პასუხი უნდა გასცეს. რაც შეეხება მის პოლიტიკურ მომავალს, ამას არც „ქართული ოცნება“ გადაწყვეტს, არც „ქურდული ოცნება“ და არც თქვენი ორგანიზაციის მამამთავარი. ამას ქართველი ხალხი გადაწყვეტს და ყველას ის მისცემს შეფასებას“, – განაცხადა გრიგოლ  ვაშაძემ.

საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარეობს პრეზიდენტობის სამ კანდიდატს შორის დებატები. ესენი არიან,  – გრიგოლ ვაშაძე “ნაციონალური მოძრაობიდან”, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს “ქართული ოცნება” უჭერს და დავით ბაქრაძე “ევროპული საქართველოდან”.

იტვირთბა....