პარტია “თავისუფალი საქართველოს” წევრი გოგი წულაია “მეტრონომთან” საუბრისას პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს აფასებს, რომელიც მას სამ ჟურნალისტთან ქონდა.
“ბიძინა ივანიშვილი უკვე ვერ არის თავის “მატორზე”. ეს კაცი შარვლიდან არის ამოვარდნილი. გუშინდელი დღე სპექტაკლის დადგმას ემსახურებოდა. თურმე, ქვეყანაში არსებობს ორი პოლიტიკური ძალა – ნაცები და ქოცები. ბიძინა ამბობს, თუ არ გინდა მოვიდეს ნაციონალი მე მომეცი ხმაო. მგელი მგელის ძახილში, მართლა მოვა მგელი. გუშინდელი ინტერვიუ იყო მარაზმი”, – განაცხადა წულაიამ.