ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წულაია – მდინარეში უნდა იყოს თევზი, რა ბეტონი, რას ჩერჩეტობენ?!

“თავისუფალი საქართველოს” წევრი გოგი წულაია ქუთაისში, მდინარე ოღასკურას ფსკერის მობეტონებას “მეტრონომთან” საუბრისას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მსგავსი რამ დაუშვებელია.

“მდინარე მდინარეა და როგორც არის, ისეთი უნდა იყოს. მთავარი იყო კალაპოტის გაწმენდა და გადიდება. რა ბეტონი, რის ბეტონი. მდინარეში თევზია, თევზი უნდა ბალახი და სასიცოცხლო გარემო. საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ ბუნებაზე და ეს რა თქმა უნდა, სისულელეა. პირველ რიგში, უნდა იცოდნენ, რომ მდინარეში თევზი უნდა იყოს. სად გაგონილა მსოფლიოში მასეთი რამ, რას ჩერჩეტობენ. ისე, ქუთაისში მასეთი სისულელებით კი ვართ განებივრებულები”, – აცხადებს წულაია.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, მდინარე ოღასკურა დროებით დააშრეს და ფსკერი მოაბეტონეს. საუბარია მდინარის იმ მონაკვეთზე, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიედინება.

იტვირთბა....